რუსეთი მსოფლიოსთან შიმშილის თამაშებს თამაშობს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.
“ერთი ხელით ბლოკავს უკრაინული სურსათის ექსპორტს და მეორე ხელით კი უკრაინის დადანაშაულებას ცდილობს”,- წერს კულება.
მინისტრის თქმით, ოფიციალური კიევი გაეროს ხელმძღვანელობით, პარტნიორების საზღვაო ძალებთან ერთად, საერთაშორისო ოპერაციაზე მუშაობს, რომელიც უსაფრთხო სავაჭრო გზას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გარეშე უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უზრუნველყოფს მარცვლეულით დატვირთული ხომალდების შეუფერხებელ გასვლას, თუ უკრაინა მოაგვარებს თავისი ტერიტორიული წყლების განაღმვის პრობლემას.