ჩვენ მოვითხოვთ, რუსეთის გაზსა და ნავთობზე სრული ემბარგო დაწესდეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.
მისი თქმით, რუსეთის გაზისა და ნავთობის შესყიდვა ახლა, გულისხმობს იმას, რომ „ფულს უხდით ქალების, კაცებისა და ბავშვების მკვლელებს“.
„ჩვენ მოვითხოვთ, რუსეთის გაზსა და ნავთობზე სრული ემბარგო დაწესდეს. მისი შესყიდვა ახლა, გულისხმობს იმას, რომ ფულს უხდით ქალების, კაცებისა და ბავშვების მკვლელებს. მივესალმები რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს პირველ, გადამწყვეტ ნაბიჯებს ამ კუთხით და მოვუწოდებ სხვებს, განაგრძონ ეს ნაბიჯები მტკიცედ და დაუყოვნებლივ“, – წერს კულება.