დაიწყო რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან გარიცხვის მოსამზადებელი პროცესი,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ვღრღნიდით, ვღრღნიდით და გამოვღრღენით. ამისთვის მუშაობდა უკრაინის მთელი დიპლომატიური კორპუსი – უკრაინის პრეზიდენტიდან დაწყებული, უკრაინის საელჩოს ატაშეთი დასრულებული“- განაცხადა კულებამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკრაინული დიპლომატიის ამ გამარჯვებას უკრაინის ყველა დამცველს უძღვნიან.