ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კორონავირუსის ახალ შტამს, “ომიკრონს” აქვს გავრცელების უპრეცედენტო შესაძლებლობები, რაც მძიმედ აისახება ჯანდაცვის სისტემაზე.
მისი განმარტებით, თუ მოსახლეობა აღნიშნულ შტამს ვაქცინირებული არ დახვდება, ინფიცირებას ფაქტობრივად ვერცერთი ადამიანი გადაურჩება, ხოლო დღიური შემთხვევების რაოდენობა 10 000-ს გადააჭარბებს.
“ნებისმიერი ვარიანტი, განსაკუთრებით ის ვარიანტი, რომელიც დომინაციისკენ არის მიდრეკილი, წინა ვარიანტს სჯობნის გავრცელების სიჩქარით და ის აუცილებლად გახდება დომინანტური. ამ ვარიანტს აქვს გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები და პრაქტიკულად ინფიცირებას ვერ გადაურჩება ვერცერთი ადამიანი. ჩვენ თუ დღეს გვაქვს 3000-დან 500-მდე შემთხვევა “ომიკრონის” დომინაციის შემთხვევაში ეს იქნება ექსპონეციური ზრდა, შიძლება ჩვენთან შემთხვევების ოფიციალურად გამოვლენილმა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბოს, რაც სრულიად კატასტროფა იქნება ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის,”- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.