22.11.2024

კვების ობიექტები დღეიდან ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ 1TV.GE

საქართველოში დღეიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები, ღია სივრცეში სტუმრების მიღებას შეძლებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.

კვების ობიექტებს საქმიანობა შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით შეეძლებათ. როგორც შრომის ინსპექციაში განმარტავენ, კვების ობიექტებს მოეთხოვებათ თერმოსკრინინგის ჩატარება, მაგიდებს შორის დისტანციის დაცვა, ასევე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.

რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი – 10 000 ლარის ოდენობით.

„შრომის ინსპექცია ზედამხედველობას ახორციელებს სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად, შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით არის საკმარისი რაოდენობის ჯგუფები მობილიზებული, რათა ყველა ქალაქში განხორციელდეს იმ რეგულაციების დაცვა, რომლებიც განსაზღვრულია როგორც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ასევე მთავრობის დადგენილებით“, – განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მაია მიქაიამ.

ამასთან, თბილისის მერია კვების ობიექტებს კვლავაც სთავაზობს საკუთრების წინ არსებულ ტერიტორიაზე ღია სივრცის მოწყობას.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img