„კვირის ბოლოს ჩვენ ველოდებით უკვე ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას, რომელიც აღიარებულია უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციოიო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება დამატებით ვაქცინებს, კვირის ბოლოს ჩვენ ველოდებით უკვე ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას. შესაბამისად, შემდეგ კვირაში ჩვენ გვექნება დამატებით ჩინური ვაქცინა, რომელიც ასევე არის აღიარებული უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან. 100 ათასი დოზა ვაქცინა იქნება ჩინეთიდან ჩამოტანილი. ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს გავდივართ, თუ როგორ მოვიქცევით ამ ვაქცინასთან მიმართებით. დაველოდებით მათ აღიარებას, თუ ისინი დაგვრთავენ ნებას, რომ უნგრეთის მსგავსად განვაგრძოთ ქვეყანაში ვაქცინაცია. მაშინ, როდესაც ვაქცინა ადგილზე იქნება, უკვე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“,-განუცხადა ტიკარაძემ ჟურნალისტებს.