25.11.2024

კვლევა – რა მიზეზებით არ იცრებიან ადამიანები საქართველოში?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა 36.8% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს გვერდით მოვლენების გამო ამბობს.

რა მიზეზებით არ იცრებიან ადამიანები საქართველოში?

კვლევის შედეგები:

36.8% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს გვერდით მოვლენების გამო ამბობს

 35.8%-ის აზრით, ვაქცინა ძალიან ახალია, სწრაფად შეიქმნა და საკმარისად არ არის გამოცდილი

 32.1%თვის ჯანმრთელობის არსებული პრობლემებია მიზეზი

 13.9% უარის მიზეზად ვაქცინის კონკრეტული ბრენდების მიმართ უნდობლობას ასახელებს

12.4% ფიქრობს, რომ ვაქცინა სიკვდილს ან უნაყოფობას იწვევს

 8.6% წინააღმდეგობის მიზეზად ზოგიერთ მედიკამენტზე ალერგიას ასახელებს 

 7.9% ამბობს, რომ კორონავირუსის გადატანის შედეგად იმუნიტეტი უკვე გამომუშავებული აქვს

 4.6% მიიჩნევს, რომ კორონავირუსით გამოწვეული საფრთხე გაზვიადებულია

 2.6%-ს მიაჩნია, რომ ვაქცინის ტესტირება მოსახლეობაზე ხდება

 0.1%ის აზრით ვაქცინაცია რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტებს, ვისაც არ გაუკეთებია covid 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინა და ძალიან მოსალოდნელია ან მოსალოდნელია, რომ გაიკეთონ, არჩევანის არსებობის შემთხვევაში, 

53.8% „პფაიზერ-ბიონტექს“ გაიკეთებდა, 

„სინოფარმს“ – 31.9%,

„სინოვაკს“ – 12%, 

„ასტრაზენეკას“ კი – 3.1%.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინით ზრდასრული მოსახლეობის 35,1%-ია აცრილი. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი კვლევა – ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში დღეს გამოაქვეყნა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img