22.11.2024

ლაშა ხუციშვილი ისტორიის წიგნზე – გაურკვეველია, რაზე ხდება ამ აჟიოტაჟის ატეხვა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისთვის გაურკვეველია ამ თემაზე “აჟიოტაჟის ატეხვა”.

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა თქვა, რომ წიგნებში ფაქტებზეა საუბარი და იქ შეფასება ვერ დაინახა. 

“წიგნთან დაკავშირებით მე რა ინფორმაციაც მივიღე ამ დღეების განმავლობაში და რაც წავიკითხე, მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებია და არ არის მოყვანილი გარკვეულწილად შეფასებები.

თქვენ ახსენეთ ქება- დიდება და იქ მე ვნახე უბრალოდ ბიოგრაფები ადამიანების, რომლებიც იყვნენ საქართველოს პირველი პირები წლების განმავლობაში და შესაბამისად, გაურკვეველია, რაზე ხდება ამ აჟიოტაჟის ატეხვა, როდესაც მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი და ვერანაირი შეფასებები იქ ვერ ვნახე”, – განაცხადა ხუციშვილმა.  

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img