“ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება დაუახლოვდეს, კერძო სექტორში იმავე კვალიფიკაციის დასაქმებულის ანაზღაურებას”. – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა შეიქმნას გარკვეული წესები, ფორმულა, რომლის მიხედვითაც ყოველ წელს კვალიფიკაციურ საჯარო მოხელეს ხელფასი გაეზრდება.
“როდესაც ვსაუბრობთ გრძელვადიანი მიზნების მიღწევაზე, აუცილებელია გარკვეული რესურსები მიიმართოს საჯარო მოხელეთა ხელფასების მოწესრიგებაზეც, რაც საშუალებას მოგვცემს, საჯარო სექტორში შევინარჩუნოთ კვალიფიციური კადრები. კვალიფიციური მოხელეების ხელფასების ზრდა, არ უნდა გახდეს მუდმივად პოლიტიზირების საგანი, ამიტომ საკანონმდებლო დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს გარკვეული წესები – ფორმულა, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად კვალიფიციური საჯარო მოხელეებს ხელფასების გაეზრდებათ და შენარჩუნებული იქნება კონკურენტუნარიანობა“. – ამბობს ლაშა ხუციშვილი.