ქართველი მძიმეწონოსანი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშამ ატაცში 223 კილოგრამი ასწია და რეკორდი დაამყარა. ლაშა ტალახაძემ საკუთარი რეკორდი აკვრაშიც მოხსნა 265 კილოგრამი ასწია. შესაბამისად, ორჭიდში ლაშამ 488-კილოგრამიანი შედეგი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.
მეორე ადგილზე ირანელი ალი დავუდია (200+241), მესამეზე კი სირიელი მან ასაადი (190+234).