“ლელო” “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას – ელენე ხოშტარიას მოწამვლის სავარაუდო სცენართან დაკავშირებით, ეხმაურება და საქართველოს გენერალურ პროკურორს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს:
“ელენე ხოშტარიას მოწამვლის სავარაუდო “სცენართან” დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების აბსურდულობის მიუხედავად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, შესაბამისი უწყებები ვალდებულნი არიან დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება.
მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურორს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნათა შესაბამისად დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ეს ყველაფერი არის მორიგი მძიმე პოლიტიკური სპეკულაცია და მმართველი პარტიის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი შფოთის და დაძაბულობის შემოიტანა.
ასევე, პროკურატურის მხრიდან გამოძიების არდაწყების შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი პირდაპირი აღიარება იმისა, რომ ის ემსახურება მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს”, – აღნიშნულია “ლელოს” განცხადებაში.
ცნობისათვის, დღეს, “ქართული ოცნების” ოფისში გამართლ ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ერთ-ერთ თათბირზე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავდნენ.