23.11.2024

“ლელო” პარლამენტში უკრაინის თემაზე რეზოლუციის პროექტს დაარეგისტრირებს

პარტია “ლელო” პარლამენტში უკრაინის თემაზე რეზოლუციის პროექტს დაარეგისტრირებს. ამ ეტაპზე დოკუმენტის ტექსტზე მუშაობა მიმდინარეობს და პროექტს საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში დააინიცირებენ.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერების, სალომე სამადაშვილის თქმით, რეზოლუციის ტექსტი იქნება ცხადი, მკაფიო და რეალობის ადეკვატური და დოკუმენტში “ყველაფერზე შესაბამისი შეფასება იქნება გაკეთებული”.

“ჩვენ მიერ წარდგენილ დოკუმენტში ყველაფერს ექნება შესაბამისი შეფასება გაკეთებული. ასევე, იქნება შესაბამისი დავალებები გაცემული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, როგორ უნდა მოიქცეს ამ ვითარებაში. ცხადია, მოლოდინი არ გვაქვს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მხარს დაუჭერს დოკუმენტს. დღემდე შეჩერებულია პარლამენტში რეზოლუციის პროექტი NATO-ში გაწევრიანებაზე, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img