ფარქცია „ლელო“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და პლენარულ სხდომებში მონაწილეობას მიიღებს. გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანიდან გამომდინარე მიიღეს.
როგორც „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ბოიკოტს კონკრეტული მიზეზი ჰქონდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფას ეხებოდა, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ კი ფრაქცია საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას განაგრძობს.