25.11.2024

“ლელომ” საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაწყვეტილების გამოტანის კონკრეტული ვადის დაწესებას გულისხმობს

დღეს, პარლამენტში “ლელოს” საპარლამენტო გუნდმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შესატანად ინიციატივა წარადგინა.

ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონკრეტული ვადის დაწესებას გულისხმობს, რა დროშიც მან არა მხოლოდ უნდა განიხილოს საქმე, არამედ უნდა გადაწყვიტოს იგი.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია “ლელოს” წევრი თორნიკე ართქმელაძე. ინიციატივა ბრიფინგზე „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა წარადგინა.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებს“ ორგანული კანონის დღევანდელი რედაქციით, სასამართლოსთვის დადგენილია მხოლოდ საქმის განხილვის და არა გადაწყვეტის გამოტანის ვადა. სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო წლების განმავლობაში არ აცხადებს გადაწყვეტილებას. ასეთი გახმაურებული საქმეა მაგალითად: ე.წ.კაბელების საქმე, ე.წ.მოსმენების საქმე და პანდემიის მართვასთან და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საქმე. როგორც წესი, ეს ხდება პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეებზე ან ისეთ საქმეებზე, რომლებზეც მთავრობას აქვს ინტერესი.

ჩვენი კანონპროექტი ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონკრეტული ვადის დაწესებას, რა დროშიც მან არა მხოლოდ უნდა განიხილოს საქმე, არამედ უნდა გადაწყვიტოს იგი.

სამართლიანი სასამართლოს უფლება არ გულისხმობს მხოლოდ საქმის განხილვას, აუცილებელია გადაწყვეტილება მიღებულ იქნას დროულად, რადგანაც მოქალაქეებს ლოგიკურ ვადაში შეეძლოთ თავიანთი სადავო უფლებების აღდგენა. სხვა შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება ხდება ფიქცია და ის ვერ ჩაითვლება სათანადოდ განხორციელებულად. მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს არის ის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რისი ცვლილებაც აუცილებელია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img