24.11.2024

ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებზე“- შეიძლება, ულტიმატუმის ენით ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს შედეგის მომტანი არასოდეს, არსად, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშილის განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით კომპეტენტური პირები მუდმივად იყვნენ კომუნიკაციაში საზოგადოებასთან.

“ვფიქრობ, კომუნიკაცია, შესაძლოა, არ იყო სრულყოფილი. თავიდანვე ამაზე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა გაცხადება, როდესაც მინისტრებს სთხოვა ჩართულიყვნენ კომუნიკაციაში. მე ვიტყოდი, სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი, ის ადამიანი, ვისაც უშუალოდ ეხებოდა გადაწყვეტილების მიღება და კომპეტენტურია ამ საკითხში, მუდმივად იყო მოსახლოებასთნ კომუნიკაციაში. ეს არის როგორც ეკონომიკის, ისე ჩვენი სამინისტროს წარმომადგენელი “, – აღნიშნავს დავითაშვილი.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ულტიმატუმის ენით საუაბრი შედეგის მომტანი არასდროს ყოფილა.

„ჩვენ სწორი ფორმატები უნდა გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში, ექნება დიალოგს აზრი და მივიღებთ შედეგს.

ჩვენ შეიძლება, ულტიმატუმის ენით ვისაუბროთ, მაგრამ შედეგის მომტანი ეს არასოდეს, არსად, არც ერთი მიმართულებით, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა, არა თუ კონკრეტულ ეკონომიკურ პროექტთან. არც ერთ პოლიტიკურ პროცესში ასეთი ტიპის ულტიმატუმებს შედეგი არ მოუტანია.

ჩვენ ვართ ამის მომსწრე, მათ შორის, უახლოეს წარსულში. გვესმის, რომ მხოლოდ დიალოგით ხდება გადაწყვეტილბის მიღება. უნდა დავსხდეთ და ერთმანეთს კონკრეტულ საკთხებზე უნდა ვესაუბროთ“, – განაცხადა დავითაშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img