25.11.2024

ლევან იოსელიანი – არჩევნების შემდეგ ორივე მხარე ზეიმობს, რაც სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაზე ხდება, სწორედ ამ ოპერის გაგრძელებაა

წლებია თვალს ვადევნებთ პროცესს, როცა არჩევნების შემდეგ ორივე მხარე – “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ზეიმობს – რაც სტრასბურგის სასამართლოს განცხადებასთან დაკავშირებით ხდება სწორედ ამ ოპერის გაგრძელებაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“გუშინ ვიხილეთ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით ისევ ორივე მხარე კმაყოფილი იყო. ამ გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობა შეწყვიტოს და ამავე დროს პენიტენციურ სამსახურს დაავალა, რომ ყველა ინფორმაცია მიაწოდოს მისი ჯანმრთელობის შესახებ და იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე შიმშილობის შემდგომ პერიოდში ანუ იზრუნოს მის რეაბილიტაციაზე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეს წერია, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვიზიარებ. სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებით დააკვირდება. რამდენადაც ვიცი, სხვა საჩივრებიც არის შეტანილი და არ გამოვრიცხავ, რომ ამ საჩივრებზეც მალე იყოს პასუხი”, – განაცხადა იოსელიანმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img