24.11.2024

ლევან იოსელიანი – თუ ვინმეს ბოიკოტი უნდა, წავიდეს ბოიკოტში, მაგრამ უარი თქვას ყველაფერზე, რაც საპარლამენტო მანდატს მოსდევს

პარტია „მოქალაქეების” ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი არაფერს იძლევა. მისი თქმით, „თუ ვინმეს ბოიკოტი უნდა, წავიდეს ბოიკოტში, მაგრამ უარი თქვას ყველაფერზე, რაც საპარლამენტო მანდატს მოსდევს”.

„ბოიკოტი არ იძლევა არაფერს, გარდა იმისა, რომ ეს ხალხი ჩამოშორებულია საპარლამენტო საქმიანობას, მაგრამ ამავე დროს სარგებლობენ ყველა იმ სიკეთით, რაც პარლამენტის დეპუტატს გააჩნია. ამიტომ, თუ ვინმეს ბოიკოტი უნდა, წავიდეს ბოიკოტში, მაგრამ უარი თქვას ყველაფერზე, რაც საპარლამენტო მანდატს მოსდევს. თუ არის პარლამენტში, მაშინ კეთილი ინებოს და მიიღოს ყველა პროცესში მონაწილეობა. მერწმუნეთ, მეც არ მსიამოვნებს ბევრი რამის კეთება, მაგრამ ჩემი მანდატი მავალდებულებს, რომ ამ პროცესში ვიყო და მაქსიმალურად საჯარო გავხადო ყველაფერი, რაც პარლამენტში ხდება. თუ პარლამენტის წევრის დანიშნულებას არ ასრულებ, მაშინ უნდა წახვიდე და სხვა საქმით დაკავდე”,- განაცხადა იოსელიანმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img