23.11.2024

ლონდა თოლორაია – დაგეგმილია არამხოლოდ სამსახურის გაუქმება, არამედ, ყველა თანამშრომლის გაშვება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონპროექტით არამხოლოდ მათი სამსახური უქმდება, არამედ, ყველა თანამშრომელი გათავისუფლდება. ლონდა თოლორაია დღეს პარლამენტში მივიდა, სადაც კანონპროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილავენ. 

“ამ კანონპროექტით დაგეგმილია არამხოლოდ სამსახურის გაუქმება და ინსპექტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნაკლებპრიორიტეტია, ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. რა თქმა უნდა, მე მექნება ჩემი კრიტიკული პოზიცია ამაზე.

კომიტეტების დროების შესახებაც ძალიან გვიან გახდა ჩვენთვის ცნობილი და ფაქტობრივად, ვმკითხაობდით, რომელ საათზე იწყებოდა ამა თუ იმ კომიტეტის სხდომა.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას მოუხმობენ და ეს კანონპროექტი არ იქცევა კანონად. ეს არ არის რეფორმა და ვერ დამისახელებთ ვერცერთ რეფორმას, რომელიც განხორციელდა იმ უწყების ჩართულობის გარეშე, რომელსაც რეფორმა ეხება და ვერ დამისახელებთ ვერცერთ შემთხვევას, როდესაც ამ ფორმით დაიშალა სამსახური”, – აცხადებს ლონდა თოლორაია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img