ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია, რა გააკეთა სამსახურმა ამ ორი წლის განმავლობაში ისეთი, რის გამოც მივიღეთ კანონპროექტი სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით. პარლამენტს ძალიან მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ კანონის მიღება და ჩემი მიზანი ახლა დარჩა ის, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნათ მათ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამ კანონს ვეტოს დაადებს“, – აღნიშნა თოლორაიამ.