23.11.2024

ლონდა თოლორაია “ოცნებას” – მე სამშობიაროდან პროექტს ვწერ სამსახურის გაძლიერებაზე, თქვენ – გაუქმებაზე

ეს დამოკიდებულება რითი დავიმსახურე პირადად მე ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომ ამხელა ფარსში მონაწილეობა მიგვაღებინეთ და მე თურმე წინადადებას ვწერ გაძლიერებაზე და თქვენ საპასუხო კანონპროექტს წერთ გაუქმებაზე – ასე მიმართა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

“გახსენდებათ რეფორმა, რომელიც ეხებოდა იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტრომ გაიგო ბოლოს? გახსენდებათ ასეთი პრეცედენტი? 15 წელია ვმუშაობ საჯარო სამსახურში და არ მახსენდება პრეცედენტი გატარებულიყო რეფორმა იმ უწყების გარეშე, რომელშიც მე ვმუშაობდი და რომელსაც ეს რეფორმა ეხებოდა. მაინტერესებს, რატომ არ იყო ჩართული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამხელა რეფორმაში და რატომ ვიგებ ამ ყველაფერს წინასაახალწლოდ? რატომ ვსხედვართ დღეს აქ და განვიხილავთ 288-გვერდიან კანონპროექტს, რომელიც არის სრული ნონსენსი, რომ არაფერი ვთქვათ იმ ადამიანურ ფაქტორებზე, რაც არის. დეკემბრის დასაწყისიდან მე ვცდილობ პარლამენტთან კოორდინაციას იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოგვედგინა ჩვენი საკანონმდებლო წინადადება. მე არ მინდოდა, რომ პარლამენტს ჩვენი საკანონმდებლო წინადადების შესახებ კანცელარიიდან და შემოსული წინადადებიდან გაეგო. თურმე, ამის პარალელურად იწერება კანონპროექტი, რომელიც არათუ გაძლიერებაზეა, ამ უწყებას მთლიანად აუქმებს. ეს დამოკიდებულება რითი დავიმსახურე ან მე ამ სამსახურმა? ამხელა ფარსში მონაწილეობა მიგვაღებინეთ და მე, თურმე აგერ წინადადებას ვწერ გაძლიერებაზე და თქვენ თურმე საპასუხო წინადადებას წერთ გაუქმებაზე. ელემენტარულია, მინიმუმ, ალბათ იმის გამბედაობა ჰყოფნოდა ვინმეს, რომ ეთქვა – ლონდა აზრი არ აქვს, თავს ნუ აკლავ ამ ყველაფერს! სამშობიაროდან არ უნდა მეწერა ეს კანონპროექტი მინიმუმ და ალბათ, უნდა გეთქვათ, რომ ლონდა აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ ამ სამსახურს ვაუქმებთ! მე არ ვიცი, რა აზრი აქვს ამ კომიტეტებში ჩემი მონაწილეობის გაგრძელებას, ფორმალურად შესაძლოა, აქ ვისხდეთ და ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება ძალიან მტკიცეა, რადგან არავითარი ძალა ამას არ გაცვლევინებთ. თქვენის ნებართვით, მე ფიზიკურადაც ვერ ვიღებ ამაში მონაწილეობას, ამისთვის ცალკე ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს პერიოდი აარჩიეთ. უღრმესი მადლობა ამ დამოკიდებულებისთვის, ინსპექტორს რომ არ მიეცა სრულყოფილად ამ პროცესებში მონაწილეობის მიღების საშუალება. ამ კანონპროექტის ავტორ ყველა მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის“, – მიმართა ლონდა თოლორაიამ უმრავლესობის წევრებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img