23.11.2024

ლუგანსკის ოლქში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმისას 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 2 ბავშვი

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს, რომ ლუგანსკის ქალაქ რუბეჟნოეში მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე რუსების თავდასხმამ 3 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 2 ბავშვია.

„სამშაბათს, დაახლოებით 20 საათზე, მტერი რუბეჟნოეში მრავალსართულიან შენობას თავს დაესხა. ბომბი მეხუთე სართულზე აფეთქდა. მაშველებმა 3 გარდაცვლილი იპოვეს, მათგან 2 ბავშვია.

მტერი არ ჩერდება და აგრძელებს მოქალაქეებზე თავდასხმას. დღეს სამყარო კიდევ ერთხელ გაიგებს, რომ ე.წ „რუსული მშვიდობა“ პატარა ბავშვების მკვლელობას ნიშნავს“ – წერს გაიდაი ფეისბუქზე.

გაიდაის თქმით, დაბომბვის შედეგად ცეცხლი ქალაქის რამდენიმე შენობას მათ შორის სკოლასა და საცხოვრებელ სახლებს გაუჩნდათ. ამასთანავე დაზიანდა გაზსადენიც.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img