“ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკოსების განცხადებების ზედმეტი დრამატიზირება საჭირო არ არის. ევროპარლამენტარები დამოუკიდებელი ადამიანები არიან და შეუძლიათ, ყველაფერი თქვან. არ უნდა გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი. ევროპარლამენტარების განცხადება სახარება არ არის, უკაცრავად” – ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია “მთავარ არხთან” დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენის წერილს.
გავრცელებულ წერილში ევროპარლამენტარები პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს ეხმაურებიან, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი “წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ”. ევროპარლამენტარების შეფასებით, ასეთ განცხადებას EU-ს ქვეყანაში გადადგომა მოჰყვებოდა.