21.11.2024

მაკრონი – შეგვიძლია, თუ არა გავხსნათ გაწევრიანების პროცესი იმ ქვეყანასთან, რომელიც საომარ მდგომარეობაშია? – მე ასე არ ვფიქრობ

შეგვიძლია თუ არა გავხსნათ გაწევრიანების პროცესი იმ ქვეყანასთან, რომელიც საომარ მდგომარეობაშია? მე ასე არ ვფიქრობ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, სურს გაუგზავნოს „ძლიერი სიგნალი“ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, რომლებმაც უკვე წარადგინეს წევრობის შესახებ განაცხადი.

ევროკავშირის ლიდერები საფრანგეთში, პარიზში სამიტზე იკრიბებიან. BBC-ის ინფორმაციით, სამიტზე განსახილველი საკითხი იქნება, თუ როგორ შეამცირონ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება და ასევე, როგორ გააძლიერონ უკრაინის პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა.

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი ოფიციალურად მოაწერა. მაშინ ქვეყნის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ “უკრაინელებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი არიან. ამის ფურცელზე გადატანის დრო დადგა”. უკრაინის გაწევრიანებაზე ევროკავშირში 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ვონ დერ ლაიენმაც ილაპარაკა. მისი თქმით, უკრაინის ადგილი სწორედ EU-შია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img