საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მას „აზოვსტალის“ მცველების გათავისუფლება მოსთხოვეს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შოლცი და მაკრონი კვლავ იმ აზრზე იყვნენ, რომ ომის ნებისმიერ დასასრული უნდა იყოს შეთანხმებული მოსკოვსა და კიევს შორის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით. გარდა ამისა, ევროპელმა ლიდერებმა კვლავ გააჟღერეს თავიანთი მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მოუწოდეს პუტინს, რაც შეიძლება სწრაფად დათანხმდეს პირდაპირ დიალოგს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
„საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა მოითხოვეს „აზოვსტალის“ დაახოებით, 2 500 დამცველის გათავისუფლება, რომლებიც რუსეთის ჯარმა სამხედრო ტყვეებად აიყვანა“,- ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.