24.11.2024

მალტაში საქართველოს საპატიო კონსული თავისი არხებით ცდილობს მიიღოს ვაქცინების სათანადო რაოდენობა

მალ­ტის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის (რე­ზი­დენ­ცი­ით ქ.რომი) კოტე სურ­გუ­ლა­ძე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მალ­ტის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს ვაქ­ცი­ნე­ბის სა­კი­თხზე კო­მუ­ნი­კა­ცია აქვთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს­თან და ამ სა­კი­თხზე სხვა წყა­რო­ე­ბი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი არ არის სან­დო.

“სა­ელ­ჩო აქ­ტი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­შია მის სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენბ­ლო­ბებ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ ად­გილ­სამ­ყო­ფელ ქვეყ­ნებ­ში კო­ვიდ 19-ვის ვაქ­ცი­ნის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, ისე­ვე რო­გორც უწყე­ბა ყო­ველ­დღი­ურ კავ­შირ­ზეა ყვე­ლა შე­სა­ბა­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, იმი­სათ­ვის, რომ ვაქ­ცი­ნა დრო­უ­ლად გახ­დეს ხელ­მი­საწ­ვდო­მი ჩვე­ნი მო­ქალ­ქე­ე­ბი­სათ­ვის.

მათ შო­რის, კო­ვიდ19-ის ვაქ­ცი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ ქ. რომ­ში კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი (რო­მე­ლიც ფა­რავს მალ­ტის რეს­პუბ­ლი­კას) მალ­ტის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან ჯერ კი­დევ 2020 წლის დე­კემ­ბრი­დან და­ი­წყო, მალ­ტის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვაქ­ცი­ნის შე­სა­ბა­მი­სი დო­ზე­ბის მი­ღე­ბის სა­კი­თხზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დე­კემ­ბრის თვე­ში ვაქ­ცი­ნე­ბი ჯერ არ იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი მალ­ტის­თვის. სა­ელ­ჩო, ცხა­დია, დღე­საც აგ­რძე­ლებს კონ­სულ­ტა­ცი­ებს მალ­ტის მხა­რეს­თან.

მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, თა­ვი­დან­ვე ჩარ­თუ­ლი იყო მალ­ტა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­პა­ტიო კონ­სუ­ლი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი არ­ხე­ბით ცდი­ლობს მი­ი­ღოს მალ­ტის მხრი­დან ვაქ­ცი­ნე­ბის სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვაქ­ცი­ნე­ბის მო­წო­დე­ბის სა­კი­თხზე მალ­ტის მხა­რე კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­შია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს­თან და შე­სა­ბა­მი­სად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პირ­ველ რიგ­ში ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა სა­ელ­ჩოს­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ამ სა­კი­თხზე ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო­ე­ბით წარ­მო­ად­გენს სპე­კუ­ლა­ცი­ას” , – აცხა­დებს კოტე სურ­გუ­ლა­ძე.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img