23.11.2024

მამუკა ხაზარაძე – ჩვენ ხვალ სასამართლოზე არ გამოვცხადდებით, განაჩენს მოვისმენ პარტიის ოფისში და დავემორჩილები

ჩვენ ხვალ სასამართლოზე არ გამოვცხადდებით, განაჩენს ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მოვისმენ პარტიის ოფისში და დავემორჩილები – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. 

„ჩვენ ხვალ სასამართლოზე არ გამოვცხადდებით, განაჩენს ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მოვისმენ პარტიის ოფისში და დავემორჩილები. მე არ მინდა სასამართლოს წინ უამრავი ხალხის შეკრება. რა გადაწყვეტილებაც არ იქნება მიღებული, თუნდაც ჩვენთვის საზიანო, დავემორჩილები. იქ მისვლას აზრი არ აქვს, შემიძლია განაჩენი ტელევიზორში მოვისმინო და დავემორჩილო კანონს. მე არ ველოდები გამამართლებელ განაჩენს, რადგან ჩვენ არ ვცხოვრობთ სამართლიან ქვეყანაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img