“დოკუმენტი არის მისაღები, თუმცა „ლელო“ მას ხვალ გაიტანს პოლიტსაბჭოზე, რომ იმსჯელოს და საბოლოო პოზიცია დააფიქსიროს.“,- ამის შესახებ მედიატორებთან შეხვედრის შემდეგ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. როგორც ხაზარაძემ განმარტა, პარტიები შეთანახმებასთან ახლოს არიან.
ამასთან, ხაზარაძე „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ევროკავშირის ოფისში დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდა.
„ქართული ოცნება“ ბოლო წუთს ჩაეხსნა შეხვედრას. ეს ნიშნავს, რომ არ უნდათ შეთანხება“, – აღნიშნა ხაზარაძემ.