24.11.2024

მამუკა ხაზარაძე – მართალი არ ვიქნებოდი, კოალიციაში არ ჩავრთულიყავი და თანაგუნდელები წარმედგინა

მართალი არ ვიქნებოდი, კოალიციაში არ ჩავრთულიყავი და თანაგუნდელები წარმედგინა – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა და თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველთან” განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ქვეყანა სერიოზულ კრიზისშია და ნიკა მელიას, როგორც თბილისის მომავალ მერს და ქვეყანას სჭირდება სერიოზული დახმარება.

“ორი დღის წინ გვქონდა რიგითი შეხვედრა, უკვე იგეგმებოდა წარდგენის სცენარი და იმ მომენტში კიდევ ერთხელ გავიაზრე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ეს მეორე ტური, იმიტომ რომ ქვეყანა სერიოზულ კრიზისშია და ნიკას, როგორც ქალაქის მომავალ მერს და საერთოდ, ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას ჭირდება სერიოზული დახმარება და ჩავთვალე, რომ არ ვიქნებოდი მართალი, რომ ჩემი თანაგუნდელები წარმედგინა ჩვენი პარტიიდან კოალიციაში და მე ამისთვის გარედან მეყურებინა და არ ჩავრთულიყავი და უცბად ვუთხარი ნიკას [მელია], ელენეც [ხოშტარია] ესწრებოდა და რამდენიმე ადამიანი, რომ მზად ვარ ამაში ჩავერთო, სხვათაშორის არანაირი პირობა არ გვქონია ჩვენ, არანაირი თანამდებობის გადანაწილება, რაოდენობა და ასე შემდეგ, ეს მოხდა ბუნებრივად და პროფესიონალური ნიშნიდან გამომდინარე – იქ არ თქმულა, რომ ამდენი ლელოელი უნდა იყოს, ან ამდენი ვინმე სხვა, ჩვენ ამას შევხედეთ ძალიან პროფესიონალურად და ეს ძალიან მახარებს, რადგან ეს არის ერთერთი სწორი გზა.

უბრალოდ, ერთადერთი პირობა, თხოვნა დავარქვათ, ასეთი იყო ელენეს მიმართ, ზურა [ჯაფარიძე] არ ესწრებოდა, რომ თუ ელენე და ზურა დათანხმდებოდნენ ამ ნაბიჯს, მე მზად ვიყავი ეს დამედასტურებინა, პოლიტსაბჭოსთან შეთანხმების მერე. ავიღე რამდენიმე საათიანი პაუზა, მეორე დღეს შევხვდი პოლიტსაბჭოს, სრული მხარდაჭერა გამომიცხადეს, ამისთვის დიდი მადლობა მათ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის მხარდაჭერა” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img