21.11.2024

მამუკა ხაზარაძე – მე და ბადრი ჯაფარიძეს ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, რაც ადამიანის მკვლელობის ტოლფასია ბიზნესში

მე და ბადრი ჯაფარიძეს ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, რაც ადამიანის მკვლელობის ტოლფასია ბიზნესში, – ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულმა, “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, არანაირ ე.წ. ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია და წაყენებული ბრალდება პოლიტიკურადაა მოტივირებული. მისი თქმით, საქმეს დაზარალებული არ ჰყავს.

„სამი წლის განმავლობაში რაღაც ისეთი ფაილი ხომ უნდა აღმოჩენილიყო, რითაც დასტურდება, რომ მე და ბადრი ვიღაცას შევხვდით, რომ ვიღაცას თვალი ჩავუპაჭუნეთ. როცა 12- წლიან პატიმრობაში გვიშვებთ, ამისთვის რაღაც ფაქტი ხომ უნდა არსებობდეს?!

მაინტერესებს ვინ იჩივლა ჩვენს წინააღმდეგ, ვინ არის დაზარალებული. ეს ორი ვიღაც მაპოვნინეთ ვინც იტყვის, ბატონო პროკურორო, 2008 წელს ჩვენ ამ ქმედებით დავზარალდით.

სამწუხაროდ, ამ ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ამ მიზანს მიაღწია…ჩვენ არ გავხდით ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებული ბიზნესმენები. ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, რაც ემსახურებოდა ჩვენს დისკრედიტაციას და რასაც ვერ მიაღწიეს. ეს არის პირდაპირ სილის გაწნა პროკურატურისთვის”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე არის პრეცედენტული.

“ეს არის პრეცედენტი და იცით რატომ? თუ ჩვენ უსამართლოდ მოგვერივნენ, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ერთი უფროსი, რომელიც წერს და ასრულებს კანონებს. ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი გადამხდელები ამ ქვეყანაში, რომლისგან ეს პროკურორები ხელფასს იღებენ”, – აცხადებს ხაზარაძე.

გარდა ამისა, მან დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ ისაუბრა ე.წ. მუქარის წერილზე, რომელიც მისივე განმარტებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იმდროინდელი შს მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მიიღო. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, წერილის შინაარსი სხვა მოთხოვნებთან ერთად, მათ შორის ეხებოდა “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნას.

“თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებდით, საერთაშორისო დონეზე ვიქნებოდით შევიწროებული. ეს შეეხებოდა ჩვენს რეპუტაციას და იყო სერიოზული მუქარები, ბუნებრივია ეს არ შევასრულეთ. ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინ. როგორც კი ნახეს, რომ ჩვენ არანაირი ქმედება არ განვახორციელეთ და ვერც განვახორციელებდით, რადგან ამ ტელევიზიაში ( ტვ პირველი) არც მფლობელობა გვქონია და არც არანაირი ბერკეტი. ამის მერე მე და ბადრი ჯაფარიძე 2018 წელს დეკემბერში პროკურატურაში მოწმის სახით დაგვიბარეს დაკითხვაზე”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img