ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მავთულხლართებს იქით ჩვენი სამშობლოა, რომელიც მალე უნდა დავიბრუნოთ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზ” წერს.
“ომი რომ დაიწყო, უფრო სწორად, რუსეთის არმია რომ შემოიჭრა საქართველოში, მაშინ ოჯახთან ერთად თურქეთში ვისვენებდი. კიევის გავლით ბოლო თვითმფრინავით ჩამოვფრინდი თბილისში. რამდენიმე კაცი იჯდა სალონში, მათ შორის, ერთი ამერიკელი ფოტოკორესპონდენტი,
“რატომ ბრუნდები, ომიაო, უკვე თბილისთან არიანო“- მკითხა, მინდოდა ბევრი რამ მეთქვა, მაგრამ ყელში ბურთი გამეჩხირა, ვერ ვუპასუხე, მივხვდი, რომ ახსნას აზრი არ ექნებოდა, მას შემდეგ 13 წელი გავიდა და ის ბურთი ახლაც მეჩხირება ყელში, სიმწრის, ემოციის, დარდის, ჩვენი დაღუპული გმირი ბიჭების ხსოვნის ტკივილის…
ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მავთულხლართებს იქით ჩვენი სამშობლოა, რომელიც მალე უნდა დავიბრუნოთ. დიდება საქართველოს! დიდება გმირებს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!”- წერს ხაზარაძე.