24.11.2024

მამუკა ხაზარაძე – რაც ხდება სამშენებლო სექტორში, იგივე ხდება პოლიტიკაში

ჩვენ ასე ვაშენებთ ვითომ შენობებს, ასე ვაშენებთ სახელმწიფოს და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ…რაც ხდება სამშენებლო სექტორში, იგივე ხდება პოლიტიკაში – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველთან” განაცხადა.

“ესაა ფარისევლობა, რაც მე ახლა ვნახე, რომ ის თანამდებობის პირები მიდიან იქ, ვისაც უნდა აეკრძალა მსგავსი რამ, არამარტო იმ ადგილას, არამედ მთლიანად ბათუმში.

ჩვენ ასე ვაშენებთ ვითომ შენობებს, ასე ვაშენებთ სახელმწიფოს და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, გამოუვალ მდგომარეობაში შევიდნენ ჩვენი მოქალაქეები და საერთოდ, ჩვენი ქვეყანა. 

რაც ხდება სამშენებლო სექტორში, იგივე ხდება პოლიტიკაში, ამას ვერ გააჩერებს ერთი მმართველი ძალა, ერთმა რომ ჩაანაცვლოს მეორე, ეს არ მოხდება, ახლა ჩვენ ქვეყანას როგორც არასდროს ისე სჭირდება ვადამდელი არჩევნები.” – განაცხადა ხაზარაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img