“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტის შეკითხვას – რატომ არ შესრულდა მმართველი გუნდის დაპირებები, თუნდაც ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის აშენება, ასე პასუხობს:
“ეგეთი დაპირებების 100% რომ გვქონდეს შესრულებული, მაშინ ყოველი მეორე კი არ მოგცემდა ხმას ამ ქვეყანაში, მოგვცემდა ყველა და მხოლოდ “ნაცმოძრაობა” დარჩებოდა სუბიექტური. არცერთი ხელისუფლება არ არსებობს მსოფლიოში, რომ ყველა დაპირება ჰქონდეს შესრულებული”.