23.09.2024
- Advertisement -spot_img

მამუკა მდინარაძე – “ნაციონალურმა მოძრაობამ” და გახარიას პარტიამ სენაკის საკრებულოში კვორუმის გარეშე გახსნეს სხდომა

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის თქმით, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და გიორგი გახარიას პარტიამ “საქართველოსთვის” სენაკის საკრებულოში “არარსებული სხდომა კვორუმის გარეშე გახსნეს და მიიღეს “გადაწყვეტილებები”

მისი თქმით, “21-ე საუკუნის საქართველოში წარმოუდგენლად კომიკური შემთხვევა მოხდა, რომელიც უპრეცედენტოა ცივილიზებული სამყაროს როგორც პოლიტიკის, ისე სამართლის ისტორიაში”.

“საუბარი მაქვს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ მომხდარ ამბავზე, რომელიც იმდენად დაუჯერებელია, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხუმრობაა.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომლის შემადგენლობაში 33 დეპუტატია, ნაციონალურმა მოძრაობამ და მასთან შეზრდილმა გახარიას პარტიამ მიიჩნიეს, რომ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილებები, მაგალითად საკრებულოს სხდომის გახსნა – არა ხმათა უმრავლესობით, ანუ 17 დეპუტატით, არამედ საკრებულოს 16 დეპუტატის მონაწილეობითაც შეიძლება.

ანუ მათი დათვლითა და არითმეტიკით 16 33-ის ნახევარზე მეტია. აქვე შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომის ჩატარების კანონით დადგენილი პირობა ასეთია: სხდომა უფლებმოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სენაკის შემთხვევაში 33-ის ნახევარზე მეტი, ანუ მიმიმუმ 17 წევრი. ამის მიუხედავად, უკვე კოალიციაში მყოფმა ამ ორმა პარტიამ კვორუმის გარეშე დაიწყეს არარსებული სხდომა და მიიღეს ე. წ. “გადაწყვეტილებები”:

“გადააყენეს” სამანდატო კომისიის თავმჯდომარე და მის ნაცვლად “დანიშნეს” “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომელსაც მხარი გახარიას პარტიის წევრებმაც დაუჭირეს (აქამდე ნაც. მოძრაობის წევრები უჭერდნენ მხარს, ახლა უკვე პირიქით, გახარიას პარტიის წევრებმა დაუჭირეს სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელს მხარი); ასე შეწყობილად მუშაობენ უკვე. ამავე ე. წ. სხდომაზე ცნობად მიიღეს საკრებულოს ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხიც. ერთი სიტყვით, კვორუმის გარეშე გახსნილ ე. წ. “სხდომა” ჩვეულებრივ რეჟიმში წარმართეს. ეს იგივეა, რაც პარლამენტის სხდომის გახსნა 76 დეპუტატის დასწრების გარეშე, 74 ან 75 დეპუტატით, ან მაგალითად ორგანული კანონების მიღება ამდენივე ხმით.

ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ ამ მსოფლიო პრაქტიკას და კანონმდებლობას არ აღიარებენ სააკააშვილის და გახარიას პარტიის წევრები და მათი ქმედებების ლოგიკით, სენაკში 16 უდრის 33-ის ნახევარზე მეტს ან 16 უდრის ან მეტია 17-ზე!

სააკაშვილი-გახარიას პარტიების ერთობლივი საქმიანობა უკვე ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ გულწრფელ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ ორ, ერთ ორგანიზმად ქცეულ პარტიაში ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა, რომელიც იტყოდა, რომ წარმოუდგენელი სიგიჟეა ოცდაცამეტდეპუტატიან საკრებულოში სხდომის გახსნა და ჩატარება მოინდომო 16 დეპუტატით და ამით წახვიდე არა მხოლოდ არითმეტიკის, კანონების თუ კონსტიტუციის წინაღმდეგ, არამედ მოინდომო ისეთი პრეცედენტის შექმნა, რომელიც ჯერ მსოფლიო პრაქტიკაში არ დაფიქსირებულა”, – განაცხადა მდინარაძემ ბრიფინგზე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დღეს რომ სკოლას ამთავრებდე, რომელი პროფესია უნდა აირჩიო? მომავლის პროფესიების გზამკვლევი

განვითარებადი ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია და სწრაფად ცვალებადი ბაზარი  ასევე მუდმივად ცვლის დასაქმების გარემოს. ახალგაზრდებისთვის, რომლებიც  სკოლას ამთავრებენ და კარიერის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img