“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ამნისტიის პროექტს ეხმაურება და სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს, რომ რომ ქართველი პოლიციელის მიმართ აგდებული დამოკიდებულება მიუღებელია.
“აბსოლუტურად მიუღებელია აგდებული დამოკიდებულება ქართველი პოლიციელის მიმართ!წარმოუდგენელია, ვის მოაფიქრდა, რომ ამნისტიის პირობა იყოს დაზარალებულის თანხმობა, ოღონდ ისე, რომ თუ დაზარალებული პოლიციელია, მისი აზრი და თანხმობა არავის აინტერესებდეს.
ცუდი არ იქნება, ალტერნატიული ამნისტიის პროექტის ავტორები მიხვდნენ, რომ პოლიციელის მიმართ დისკრიმინაციის მსგავსი მასშტაბი აბსოლუტურად მიუღებელია, აღარაფერს ვამბობ მათი პროექტის სხვა ხარვეზებზე – პროექტი არ შეესაბამება შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც უნდა მომზადებულიყო თავად ეს კანონპროექტი. ამიტომ, ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ასე მეორეხარისხოვნად საუბრობენ პოლიციელებზე. ამ ქვეყანაში პრიორიტეტულია ყველა ადამიანის უფლებების დაცვა, დემონსტრანტი იქნება ის, პოლიციელი თუ სხვა, საიდანაც პოლიციელის უფლებების გამორიცხვა და მათი ამგვარი დისკრიმინაციის მცდელობა ყურადღების მიღმა არასდროს უნდა დარჩეს” – წერს მდინარაძე.