23.11.2024

მამუკა მდინარაძე – სამოქალაქო კლინიკებს მოშიმშილის მკურნალობის ან რეაბილიტაციის გამოცდილება არ აქვთ

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამოქალაქო კლინიკებს მოშიმშილის მკურნალობის ან რეაბილიტაციის გამოცდილება არ აქვთ და ასეთი გამოცდილება გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების ჰოსპიტალს აქვს.

„გუშინ გამოვიდა ლომჯარიას მიერ შერჩეული კონსილიუმის ექიმი და თქვა, რომ მე-18 დაწესებულებაში გამოცდილება არის ნაკლები. რა დარჩა, კედლების გამოცდილებაზე იყო საუბარი? ვერ გავიგეთ. თუმცა, თუ ავიღებთ გამოცდილებას, ბოლოს როდის გახსენდებათ, ჩვეულებრივ სიტუაციაში, როგორც ელენე ხოშტარიაა, ამ პერიოდამდე ციხის გარეთ შიმშილობა? რამდენი წელია არ გახსენდებათ? ანუ, ჩვენს სამოქალაქო კლინიკებს ამის გამოცდილება არ აქვთ. მოშიმშილის მართვის გამოცდილება, გამოდის, რომ რადგან იქ ათეულობით და ასეულობით მოშიმშილე იყო, მხოლოდ იმ დაწესებულებას აქვს, სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილია განთავსებული, სხვა კლინიკებს ამის გამოცდილება არ აქვთ. როგორც შიმშილობის დროს, ასევე შიმშილობის შემდეგ. თუ გამოცდილებაზეა საუბარი, ამ კლინიკას გამოცდილება აქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img