ქვეყანამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო მოწინავე აღმოსავლელ პარტნიორებში, ბოლო დროს, სამწუხაროდ, დაკარგად სისწრაფე დემოკრატიულ რეფორმებში – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს, რომელიც „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხზე იმართება განაცხადა.
“საქართველომ დაკარგა თავისი ტემპი დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით. მე მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს, მმართველი პარტიიდან, ისევე, როგორც ოპოზიციიდან – მიიღეთ დღევანდელი დებატები, როგორც უკანასკნელი გამოსაფხიზლებელი მოწოდება. გვერდზე გადადეთ ცალკეული ინტერესები, შეწყვიტეთ ერთმანეთის დადანაშაულება და დაიწყეთ ერთობლივი მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე, რომელიც ასეთი საჭიროა საქართველოში. შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა, ეს ის არის, რასაც ქართველი ხალხი თქვენგან მოელის.”