24.11.2024

მარინა ოვსიანიკოვას, რომელიც “ვრემიას” ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა, ადვოკატები ვერ პოულობენ

ადვოკატებმა ვერ იპოვეს რუსეთის ტელეარხ “პერვი კანალის” დაკავებული რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც გუშინ “ვრემიას” პირდაპირ ეთერში, ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი OVD-Info ავრცელებს, რომელიც რუსეთში აღიარებულია, როგორც “უცხოური აგენტი”.

მათი ინფორმაციით, დაკავებული არ არის ოსტანკინოს პოლიციის განყოფილებაში. ადვოკატი ანრი ცისკარიშვილი კი აცხადებს, რომ მან მარინა ოვსიანიკოვა ოსტანკინოს სატელევიზიო ანძის სამორიგეო სადგურზე ვერ იპოვა.

შეგახსენებთ, “არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!” – ამ შინაარსის პლაკატით არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხზე, მთავარი გამოშვების “ვრემიას” პირდაპირ ეთერში შევიდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img