21.11.2024

მარიუპოლის მერი – ინფექციებისგან შესაძლოა ქალაქის ათასობით მაცხოვრებელი დაიღუპოს

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ შესაძლოა, ზაფხულში მარიუპოლში ინფექციური დაავადებები გავრცელდეს. ამის შესახებ ბოიჩენკომ ტელემარათონის ეთერში ისაუბრა.

მერის თქმით, მარიუპოლში ოკუპანტების ქმედებების გამო 22 ათასი ადამიანი დაიღუპა, რასაც სპონტანური დაკრძალვა მოჰყვა. მისივე თქმით, ტყვეობაში რჩება 100 ათასზე მეტი მოსახლე, რომლებსაც ოკუპანტები ქალაქიდან არ ათავისუფლებენ.

“ამას ემატება უფუნქციო კანალიზაცია, ნაგვის შეგროვება და ამინდის გაუარესება, რადგან ზაფხულის ზღვარზე ვართ, ანუ ტემპერატურა მოიმატებს. ამიტომ, ჩვენი ექიმები აფიქსირებენ საშიშროებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ ზაფხულს – ინფექციური დაავადებების გავრცელება – დიზენტერია, ჭირი და სხვა. ამ დაავადებებს შეუძლია მარიუპოლის ათასობით მკვიდრის მოკვლა”.- თქვა მან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img