27.11.2024

მარიუპოლის საბჭო – რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლის მაცხოვრებლები რუსეთში იძულებით გადაიყვანეს

რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლის ათასობით მაცხოვრებელი რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაიყვანეს. ინფორმაციას ტელეგრამის არხზე მარიუპოლის საბჭო ავრცელებს

ოკუპანტებს მარიუპოლის მოსახლეობა “ბანაკებში” გადაიყვანეს. მათ ტელეფონები და ოფიციალურ დოკუმენტები შეუმოწმეს. ხელახალი იდენტიფიცირების, შემდეგ მარიუპოლის მაცხოვრებლების ნაწილი რუსეთის შორეულ ადგილებში გადაიყვანეს, დანარჩენი ნაწილი კი უსახლკაროდ დატოვეს. 

“რუსებმა არ იკმარეს მშვიდობიანი ქალაქის დარბევა, მათ მარიუპოლის მაცხოვრებელთა გადასახლება დაიწყეს. რუსეთის მხრიდან თითოეულ სამხედრო ბოროტებას საპასუხო სასჯელი უნდა მოჰყვეს”. – აღნიშნა ქალაქის მერმა. 

მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო რუსული ძალების ამ ქმედებას მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების ქმედებას ადარებს.

”რასაც დღეს ოკუპანტები აკეთებენ, ნაცნობია უფროსი თაობისთვის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემზარავი მოვლენების მოწმეა, როდესაც ნაცისტებს ძალით აჰყავდათ ხალხი. ძნელი წარმოსადგენია, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანები ძალით წაიყვანო სხვა ქვეყანაში“, – აცხადებს ქალაქის მერი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img