მარიუპოლის წინააღმდეგ გამოყენებული ჭურვების საერთო სიმძლავრე ტროტილის ეკვივალენტში იმ ატომბურ ბომბზე მეტია, რომელიც ჰეროსიმაში ჩამოაგდეს. ამის შესახებ განცხადებას მარიუპოლის ქალაქის საბჭო „ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს.
მათივე განმარტებით, რუსები 2 თვეზე მეტია უწყვეტად ბომბავენ მარიუპოლს ჰაუბიცებიდან, სარაკეტო კომპლექსებიდან, ტანკებიდან, გემებიდან და ავიაციით.
„დიდი ალბათობით, იყენებდნენ ბუნკერსაწინააღმდეგო ავიბომბებსაც ФАБ-1000-სა და ФАБ-3000. მარიუპოლის წინააღმდეგ გაშვებული ჭურვების სიმძლავრე ტროტილის ეკვივალენტში ატომურ ბომბზე მეტია, რომელიც ჰიროსიმაში ჩამოაგდეს“,- ნათქვამია განცხადებაში.
მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ოკუპანტი მსოფლიოს მასობრივი განადგურების იარაღით აშინებს, მაგრამ ფაქტობრივად მარიუპოლში მათ უკვე მოაწყვეს მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი განადგურება.
„რუსულმა ჯარმა კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინა. ეს ფაქტია. ეს უმსხვილესი გენოციდია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჩვენ მსხვერპლის მინიმალური რაოდენობა 20 ათასი ადამიანით შევაფასეთ. მაგრამ სულ უფრო მეტი საერთო სამარხების დაფიქსირება მეტყველებს იმაზე, რომ ეს შეფასება საბოლოო არ არის“,- განაცხადა ბოიჩენკომ.