მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, რუსებმა დაბომბეს სკოლის შენობა, რომელსაც 400-მდე დევნილი აფარებდა თავს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სკოლის შენობა განადგურდა და ხალხი ნანგრევებშია. შენობაში ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები იმყოფებოდნენ. მაშველები მათ გადარჩენას ცდილობენ.
დაღუპულებსა და დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.