აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან ქალი და მცირეწლოვანი ბავშვები ცოცხალი იპოვეს.
მათი ხმა ნანგრევებიდან ისმოდა – მაშველებმა მათ წყალი და ჟანგბადის აპარატები მიაწოდეს. ადგილზე არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებიც.
კორპუსის ერთი სადარბაზო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ბათუმში იმყოფება შსს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც. გომელაურის ინფორმაციით, სახლის ჩამონგრევის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გაჩნდა, მათ შორის გაზის აფეთქებაც, თუმცა უწყება მთავარ ვერსიად ქვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განიხილავს.