24.11.2024

მდინარაძე პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტებზე – “რა ჩამოიტანა, შედეგი რა იყო ამის?”

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ვიზიტმა ევროპაში ხელშესახები შედეგების გარეშე ჩაიარა. მისივე თქმით, რიგი პოლიტიკოსები უკრაინას პიარული მიზნებისთვის იყენებენ და ამ შემთხვევაშიც, შეიძლება, იგივე მოხდა.

“ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება, პოპულისტური ხომ არ იყო ეს ნაბიჯები, როდესაც მომგებიანი თემაა. მათი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არა ჩემი ნათქვამით, მათი გადმოსახედიდან, ვინც ამას აკეთებს, ეს პრეზიდენტი იქნება თუ სხვა პოლიტიკოსი. მათი აზრით, მომგებიანი თემაა და უკრაინის საკითხებზე წავედი, მაგრამ რა ჩამოიტანა, შედეგი რა იყო ამის? ამით ხომ უნდა გავაკეთოთ ანალიზი? შეხვდა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, ძალიან კარგად გამოიყურებოდა ასე, ვიზუალურად ეს შეხვედრები და შედეგი რა მივიღეთ? გუშინ ერთი სიტყვა რომელიმე თქვენგანმა ამ შეხვედრების შესახებ მოისმინეთ?” – განაცხადა მდინარაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img