გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან ვერტმფრენით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ინფორმაციას ამის შესახებ „მთავარი არხი“ ავრცელებს.
იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურში კომენტარები არ კეთდება.
ცოტა ხნის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა სააკაშვილის დედა გიული ალასანიამ. მისი თქმით, რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა ის „თვალწინ ააცილეს“.
„ყველაფრის იგნორირებით, მიხეილ სააკაშვილი თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ინფორმაცია თუ სად გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი მისი ადვოკატებისთვისაც უცნობია.