მოლდოვამ ქვეყანაში ყველა რუსული საინფორმაციო პროგრამის მაუწყებლობა აკრძალა. კანონპროექტს ხელი მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მოაწერა. კანონი ძალაში 24 ივნისიდა შევა. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Unian, მოლდოვის ტელევიზიისა და რადიოს საბჭოს ხელმძღვანელზე, ლილიანა ვიცუზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ დეზინფორმაციის ფაქტი დადასტურდება სამაუწყებლო კომპანია 7 წლით დაკარგავს ლიცენზიას.
2 ივნისს მოლდოვის პარლამენტმა მიიღო საინფორმაციო სივრცის დასაცავი კანონი, რომელიც რუსეთიდან ახალი ამბების, ანალიტიკური გადაცემებისა და ომის შესახებ ფილმების რეტრანსლირებას კრძალავს.