რუსი გენერალ-მაიორი რომან კუტუზოვი ლუგანსკის ოლქში მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას მედია, რუსული “ტელეგრამის” არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, გენერალი ლუგანსკის ოლქში, პოპასნოეს რაიონში, სოფელ მიკოლაივკაში მოკლეს.
მათივე ინფორმაციით, რომან კუტუზოვი მეოთხე რუსი გენერალია, რომელიც უკრაინაში დაიღუპა. ჯერ არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა კუტუზოვი.