Wall Street Journal-ის მფლობელი კომპანია Dow Jones და New York Post , AI ძიების სისტემას Perplexity-ს საავტორო უფლებების დარღვევის გამო უჩივიან. გამომცემლები ამტკიცებენ, რომ Perplexity იყენებს მათი სტატიის შინაარსს მომხმარებლებისთვის პასუხების გენერირებისთვის და ამით ართმევს ტრაფიკს მათ ოფიციალურ ვებგვერდებს .
ეს სარჩელი ახალი მაგალითია მედიის და AI ფირმებს შორის მიმდინარე დავებისა, რაც ხელოვნური ინტელექტის მიერ საავტორო დაცული მასალის გამოყენებას უკავშირდება.