რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება 4 შემთხვევაში შეუძლია. ამის შესახებ „უნიანი“ ავრცელებს ინფორმაციას.
- თუ მის ტერიტორიაზე განხორციელდება დარტყმა ბირთვული იარაღის გამოყენებით;
- 2. რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში;
- 3. თუ იქნება დარტყმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. რის შედეგად დაზარალდება რუსეთის ბირთვული ძალები;
- 4. თუ რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიის აქტი განხორციელდება, რომელიც ქვეყნის არსებობას ეჭვქვეშ დააყენებს;
„უნიანის“ ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან „ბირთვული“ მუქარა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც უკრაინაში სამხედრო ოპერაციამ წარუმატებლად განხორციელდა.