მეორე დღეა აბასთუმნის ნაკრძალში 7 ადამიანს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ტყეში სალაშქროდ წავიდნენ და გზა აებნათ.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 40-მდე მეხანძრე-მაშველი და რეინჯერების ჯგუფი. ძებნა ასევე მიმდინარეობს დრონების საშუალებითაც.
“როგორც მე ვიცი, 4-ში უნდა გამოსულიყვნენ, შეიძლება, ნისლი იყო და ვერ გამოიგნეს. ბილიკები ბევრ ადგილას იყოფა და შეიძლება არასწორ ბილიკს გაყვნენ”. – ამბობს აბასთუმანში ადიგენის მერის წარმომადგენელი, ვასილ მეგენეიშვილი მედიასთან საუბარში.