24.11.2024

მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიას მოუწოდებს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “დროას” ლიდერს ელენე ხოშტარიას მოუწოდებს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. 

როგორც სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო საზოგადოებას, ხოშტარია ბოლო დღეების განმავლობაში გმირულად და პატრიოტულად იქცევა. 

“მინდა მივმართო ელენე ხოშტარიას უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით, ბოლო დღეებში მისი გადაუჭარბებლად, რომ ვთქვათ გმირული და პატრიოტული საქციელის გამო და მოვუწოდო გულმხურვალედ, ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში შიმშილობის პროცესი”, – წერია მიხეილ სააკაშვილი წერილში. 

ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში უკვე მე-9 დღეა შიმშილობს. მისი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img